ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 6 თებერვლის ღამეს, თბილისში “დაუმორჩილებლობის მარშზე” კომედანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. ფორმულასთან საუბარში მანვე თქვა, რომ დაჯარიმებაზე ცნობა დღეს, 8 თებერვალს მიიღო.
“დედაჩემს დაურეკეს. მეუბნებიან თქვენი ნომერი არ გვქონდაო, არადა ჩემი ნომერი იძებნება შსს-ს ბაზაში. ეს, ალბათ, გამიზნული ქმედებაა, რომ ოჯახის წევრები შეაშინონ, რომ თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა”, – ამბობს კუპრაძე და განმარტავს, რომ პოლიციამ ხვალ 9 თებერვალს, 4 საათზე პოლიციის დეპარტამენტში დაიბარა სამართალდარღვევის ოქმის ინდივიდუალურ განხილვაზე.
თბილისში, დედაენის ბაღში “დაუმორჩილებლობის აქცია” 6 თებერვალს გაიმართა. ი