კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის რისკი არსებობს – გროსი

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის რისკი არსებობს.მისი თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.

„გაჩნდა ბირთვული ავარიის საფრთხე ან შესაძლებლობა.[…] ბირთვული მასალის შემცველი რეაქტორის ბირთვი დაცულია მხოლოდ ჩვეულებრივი ხუფით. ეს მას უკიდურესად დაუცველს და მყიფეს ხდის, მაგალითად, საარტილერიო დარტყმის, დრონის, ან რაკეტის მიმართ“, – განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, ბირთვული ავარიის დაშვება არ შეიძლება.

„ბირთვული ავარია არ შეიძლება მოხდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს უზრუნველვყოთ“, – განაცხადა გროსიმ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს ვერ დაიჭერს. „ეს კონფლიქტი, ეს ომი არ არის პასუხისმგებლობა“, – დასძინა მან.