ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.
დაჭრამდე, ბრალდებულის ოჯახი 112- ს თავად დაუკავშირდა და მისი დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი ის ნაჯახით გაუსწორდა.
დაჭრილი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია გადაყვანილი. ბრალდებულის დასაკავებლად პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.