„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 იანვრის 00:00 საათიდან,  „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.” – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.