რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლის საქართველოს ნატოში ძალით შეყვანის მცდელობებს წითელი ხაზის დარღვევად აღიქვამს. ლავროვი იტყუება და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნატოში შესვლას არ სურს.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების დროს მხარეები არ შეხებიან ჰიპოთეტური სცენარებს „მათ შორის იმაზე, რაც ეხება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალისმიერი შეყვანის მცდელობებს მისი ხალხის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ”.
„ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ნათელია. ეს იქნება წითელი ხაზი, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მოახლოებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი განცხადებით, რუსეთის წინადადება, რომლითაც დასავლეთს მიმართა უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ, აჩვენებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია, თავიდან აიცილოს მოვლენათა ნეგატიური განვითარება, როგორც ეს ნატოს ზოგიერთ სცენარშია.