ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 17:28

ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გასაპროტესტებლად პოლიცია აქტივისტებს აკავებს – ჟურნალისტებს ტელეფონებს ართმევენ

ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დღეს ქორწილს იხდიან, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყო – დახშულია სიგნალიც რომლის გამოც პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა ტელევიზიებს არ ეძლევათ.

არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 5-მდე ადამიანი. დაკავებულები არიან გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე და ბექა პაპაშვილი.

ადგილზე ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.

სასტუმრო “ყვარელი ლეიქ რიზორტთან” გდდ-ის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე იტყობინება, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.