20 მაისს ყვარელში, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირის წინააღმდეგ საქმე შეწყდა. მოსამართლემ აქტივისტებს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
16 საქმიდან – 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, 3 საქმეზე სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ოსებ აბრამიძემ მიიღო.
“გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა) დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან – 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173 მუხლის ნაწილში – 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ.
ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს”, – წერს ადვოკატი.
16 მოქალაქე Kvareli Lake Resort-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნასა და ქორწილის გადახდას აპროტესტებდა.