ლანჩხუთში, ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც რეგიონული გამოცემა “გურია თუდეი”  იუწყება,  მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.