ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.3 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 7.53 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6607 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.