ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2178 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5383 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ზალაში ხვალიდან შევა.