ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.13 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2372 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.69 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5561 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობით მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.