ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.17 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1917 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 4.32 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5054 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.