ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა.
დოლართან ლარის გამყარებამ 0.95 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0927 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1.56 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3.6624 ლარს გაუტოლდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.