ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ 0.35 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ღირებულება 3.1207 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.31 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.645 ლარს გაუტოლდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.