ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.36 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ფასი 3.8356 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.