ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1163 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით გაუფასურებამ 1.41 თეთრი შეადგინა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6570 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.