ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,4529 ლარი გახდა, რაც 0,19 თეთრით გამყარებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,61 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 4,1666 ლარს გაუტოლდა.
წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 17,63 თეთრით, ხოლო ევროსთან 14,33 თეთრით არის გაუფასურებული.სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 29 აპრილს შევა ძალაში.