ლარმა მიმდინარე წლის ანტირეკორდი მოხსნა და 7 თეთრით გაუფასურდა

ლარმა მიმდინარე წლის ანტირეკორდი მოხსნა და 7 თეთრით გაუფასურდადა ერთი დოლარის ღირებულება 3,4534 ლარს გაუტოლდა. მიმდინარე წლის ანტირეკორდი დაფიქსირდა ევროსთან მიმართებითაც. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ევრო 4,1765 ლარს გაუტოლდა, რაც 2,36 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.4534 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4464 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.70 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1765 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1529 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4153 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.8023 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 აპრილიდან  შევა ძალაში.