ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წელს მთვრალი ლატვიელი მძღოლებისგან ჩამორთმეული 271 მანქანა 900 ათას ევროზე მეტი ჯამური ღირებულებით უკრაინას გადაეცა.
როგორც Delfi წერს, თებერვალში ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო ცვლილებები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ კანონში, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ჩამორთმეული მანქანები უფასოდ გადასცეს უკრაინის მთავრობის საკუთრებაში – უკრაინული საზოგადოების მხარდაჭერის სახით.
კანონში აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ლატვიის მთავრობამ წელს უკვე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჩამორთმეული მანქანების გადაცემის შესახებ. ახლა, Delfi-ს ცნობით, უკრაინაში კიდევ 34 მანქანის გაგზავნის დოკუმენტები მზადდება მთავრობის განსახილველად. მათი ღირებულება დაახლოებით 160 ათასი ევროა.