ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 16:38, 04-08-2021 ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური ოქროს მედალი მან მეორედ მოიპოვა. მან ატაცში პირველი რეკორდი 223 კილოგრამის აწევით დაამყარა, ხოლო აკვრაში 265 კილოს აწევა შეძლო.