ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი Facebook პოსტის გამო, 4 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

ლევან ხაბეიშვილს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატების – ნინო წილოსანისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.