“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს ითხოვს

ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა და თბილისის მერს, კახა კალაძეს აღნიშნული მოთხოვნით საჯაროდ მიმართა. ჩხარტიშვილი ასევე ითხოვს რომ თბილისის ბიუჯეტს გამოეყოს თანხა სპეციალიზირებული თავშესაფრის ასაშენებლად.

”სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია როცა ქუჩებში იყინებიან ადამიანები და ამით იღუპებიან. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლების, ასევე უპირველეს ყოვლისა კახი კალაძისა, რომელიც ხარჯავს უდიდეს სახსრებს ხალხის ფულს, იტაცებს, საკუთარ ხელფასებს და თანამშრომლების იორმაგებს და ამ დროს ვერ იმეტებს ვერცერთ თეთრს ქრონიკული დაავადების მქონე უსახლკარო პირებისთვის. დაუყოვნებლივ კარვებში მოეწყოს დროებითი თავშესაფარი დაავადებული პირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანიით დაავადებული  პირებისთვის  და სხვა მწოლიარე პირებისთვის და ამასთანავე თბილისის ბიუჯეტში ახლა მაინც ჩაიდოს სპეციალიზირებული თავშესაფრის მშენებლობისთვის განკუთვნილი სახსრები”  – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.