მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სრულიად გამოჯანმრთელებული. ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონ ლევან რატიანისა და მისი უმაგრესი მედპერსონალის. განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის”,– წერს წურწუმია.
მომღერალს კორონავირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა.