მომღერალ ლელა წურწუმიას კოვიდ 19 დაუდასტურდა – ის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.
მომღერალოს მეუღლე, კახა მამულაშვილი გამორიცხავს, რომ მომღერლის დაინფიცირება ბათუმში 7 აგვისტოს გამართულ ხალხმრავალ კონცერტზე მოხდა. მისი თქმით, ლელას ვირუსი 13 აგვისტოს, კონცერტის გამართვიდან 7 კვირის შემდეგ დაუდასტურდა.
“ორი დღის წინ ყელი ასტკივდა. გვეგონა, რომ გაცივდა. გავაკეთეთ სწრაფი ტესტი, მოვიდა უარყოფითი და მაინც ეს პისიარიც გავიკეთეთ. მეორე დღეს მითრა რომ უფრო ამტკივდაო. ეგრევე წამოვიყვანე თბილისში, მივიყვანე საავადმყოფოში. მაშინ მოგვივიდა, რომ დაინფიცირებულია კოვიდითო. ჟანგბადის პროცედურა ჩავუტარეთ ყელთან დაკავშირებით, თორემ ისე, ჩვეულებრივად, კარგად არის” – ამბობს მამულაშვილი.