“ლელო“ სააკაშვილის განცხადებას არ იზიარებს და პლებისციტის მომხრეა

“პლებისციტი არის რაღაცნაირი გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან და ეს არის „ლელოს“ პოზიცია“ – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, კახა კოჟორიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრუსას განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე ნოემბერშივე ვამბობდით, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ეს პოზიცია გვაქვს დღესაც და ეს პოზიცია გვექნება მომავლშიც.

 

ამავე დროს, როგორც პასუხისმგებლობის მქონდე ოპოზიცია ჩვენ ვხედავთ რა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დიალოგის წარმართვა და კონსტრუქციული მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება ამ კრიზისიდან ქვეყანამ თავი დააღწიოს ამიტომ როგორც კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობდით და ვთავაზობთ ჩვენს პოზიციას ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა გაიმართება ახლა ოქტომბერში იქ შეიძლება ცალკე ბიულეტენი იყოს, სადაც ჩვენს მოსახლეობას აზრს შევეკითხებით უჭერთ თუ არა მხარს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს. ეს გადაწყვიტოს ხალხმა.

აქვე მინდა ვთქვა კონტრარგუმენტი, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით, თუ ეს პრობლემაა, რომ ხელისუფლება მოისყიდის ხალხს და ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც ხომ არის ეს პრობლემა.

 

ამიტომ პლებისციტი არის რაღაცნაირი გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან და ეს არის „ლელოს“ პოზიცია და რა თქმა უნდა ჩვენ გვირჩვენია პლებისციტის გარეშე გადაწყდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა მაგრამ, აქვე ვამბობთ, კომპრომისულ წინადადებას, რომ პლებისციტით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.