“ლეობორისტული პარტია გადაადგილების საშუალებაც არ აქვს”- ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, რითიც მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს, უპასუხა რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ბილბორდებს სპეციალურად არ იყენებს.
“ლეიბორისტულ პარტიას კონკრეტულად არ აქვს იმის საშუალება, რადგანაც ხელისუფლებამ ის დასაჯა, წაართვა ყველა პრივილეგია, იმიტომ, რომ ჩვენ არ შევედით პარლამენტში. არათუ ბილბორდის, არამედ გადაადგილების საშუალებაც არ აქვს პარტიას. მაგრამ, მიუხედავას ამისა, ჩვენ არჩევნებს მაინც მოვუგებთ”, – განაცხადა გუგავამ.