47 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, ლეონარდო დი კაპრიო ცოტა ხნის წინ 25 წლის შეყვარებულს, კამილა მორონეს ოთხწლიანი რომანის შემდეგ დაშორდა, ამ დღეებში კი ის საფრანგეთის სამხრეთით, სენტ–ტროპეში, იახტაზე სხვა გოგოსთან ერთად შენიშნეს. როგორც გამოცემა Daily Mail წერს, ლეონარდოს ახალი შეყვარებული 22 წლის უკრაინელი მოდელი, მარია ბერეგოვაიაა.
პაპარაცებმა მარია მაშინ გადაიღეს, როცა ის დი კაპრიოსთან ერთად იახტაში ჯდებოდა.
მედიის ინფორმაციით გოგო უკვე იყო გათხოვილი ახმედ მასუდ აბდელჰაფიდზე. აბდელხაფიდი, რომელიც მონაკოში უძრავი ქონების და მოდის იმპერიას მართავს, ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილიშვილია. მას ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის მარჯვენა ხელს და მოსიარულე ენციკლოპედიას უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც კადაფი დაამხეს და მოკლეს, მასუდ–უფროსი კაიროში გაიქცა, სადაც, როგორც ამბობენ, 2015 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რაც შეეხება თავად მარიას, ის გავლენიანი უკრაინელი ბიზნესმენის, ფარმაცევტული ბიზნესის მფლობელის შვილია. გოგო შვეიცარიაში გაიზარდა, ახლა ლონდონის ბიზნეს სკოლაში სწავლობს და ოჯახური ბიზნესის მართვისთვის ემზადება.
ივლისში მარიამ გამოაქვეყნა სენ–ტროპეში გადაღებული რამდენიმე ფოტო, მდიდრული ვილის ნომრიდან, სადაც ერთი ღამის გატარება 1200 დოლარი ღირს. მისი სოციალური ქსელების პროფილიდან ჩანს, რომ უყვარს მოგოზაურობა, ლამაზი ნივთები და წვეულებები.
შეგახსენებთ, რომ დი კაპრიომ 10 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას უკრაინული ფესვები აქვს. მისი ბებია, ელენა სმირნოვა ოდესღაც ოდესაში ცხოვრობდა და მშობლებთან ერთად გერმანიაში ემიგრაციაში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წავიდა, შემდეგ კი გერმანელ ვილჰელმ ინდენბირკენს გაჰყვა ცოლად. სმირნოვამ, უკვე როგორც ჰელენ ინდენბირკენმა ქალიშვილი იმერლინი, ანუ ლეონარდო დი კაპრიოს დედა 1943 წელს, ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარში ავიადაბომბვისას გააჩინა.