ლესბოსელ წყვილზე მოძალადე პირი სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ, Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აქტივისტი ნინო ბოლქვაძე ავრცელებს.
“Ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. Მოძალადე და მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.”- წერს ნინო ბოლქვაძე.
ცნობისთვის, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა და დანით დაემუქრა.