ლექსო ლაშქარავას საქმეზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს – მოძალადეებს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

TV პირველის გრდაცვლილი ოპორატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საასმართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით:

  • აკაკი ნაკაშიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • თორნიკე დავლაშერიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • დავით კუტალაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • გია გიგუაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • ოთარ გელაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
”ტვ პირველები დამასჯევინეთ თქვენ ეშმაკის მოციქულებო” –  თქვა, ცოტნე ჩიხლაძემ მას შემდეგ რაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
2021 წლის, 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს TV პირველის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიასა და ტელევიზიის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.