ზუგდიდში ორი მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა და კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები – 14-15 წლის გოგოები არიან. ისინი წმინდა ლუკას სახელობის კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიდაგამ გადაიყვანა.მოზარდებს თერმო-ქიმიური დამწვრობით სხეულის დაახლოებით 20-20% აქვთ დაზიანებული.
“მივიღეთ ორი მოზარდი, რომლებმაც მიიღეს თერმო-ქიმიური დამწვრობა. გამოწვეული არის ლეღვის ნახარშის ხსნარით, რომელიც ბავშვებმა წაისვეს სხეულზე და შემდგომ მზეზე რუჯის მისაღებად გაჩერდნენ დიდი ხნით. დაახლოებით 20-20%-ით არის დაზიანებული”, – განაცხადა გია დავლიანიძემ.