ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს.

“IAF-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურას, მათ შორის იარაღი, პოსტები და ადგილები ლიბანში”, – განაცხადა IDF-მ.

IDF-ის თქმით,  მათი ქმედება იყო პასუხი ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ თავდასხმაზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა.