ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ხოლო რუსი სამხედროების ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად შეაფასა. ლიეტუვის პარლამენტში  შესაბამის რეზოლუციას მხარი 128 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

დოკუმენტში წერია,  რომ რუსმა და დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე  ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს მომხდარის გამო.

“ლიეტუვამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა! მადლობას ვუხდი სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის,” – განაცხადა რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.