ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის

10-12 ივნისს, საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის პირველივე დღეს, ლიეტუვას პრეზიდენტი სოფელ პატარა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ბრიფინგს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პატრიარქს შეხვდება.