ლიეტუვის საგარეო მინისტრი: უკრაინამ და საქართველომ MAP უნდა მიიღონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ და უკრაინამ ნატოს MAP უნდა მიიღონ. ლინას ლინკევიჩუსი ამის შესახებ ტვიტერზე წერს.

“რუსეთმა ახლახან კიდევ ერთხელ გამოაცხადა “გამჭრიახობა”იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაიანამ დონბასში სიტუაცია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ს მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ “მანევრის” შემდეგ, ორივემ – უკრაინამაც და საქართველომაც — MAP და ნატოს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება უნდა მიიღონ”, — წერს ლოეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.