ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
“ამ დროისთვის, ლილოს ბაზრობაზე დამწვარია, დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი – როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს […] მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ”. – თქვა მღებრიშვილმა.