ლონდონში რუსი ბიზნესმენი მის მრავალმილიონიან სახლში დააპატიმრეს ოფიცრებმა, რომლებიც ოლიგარქების შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას იძიებენ. ოპერაციის ფარგლებში ოპერაციის ნაწილი, კიდევ ორი ადამიანი დააკავეს, რომელთა ვინაობა არ სახელდება.
58 წლის მამაკაცი მის ძვირადღირებულ ლონდონურ სახლში ფულის გათეთრების, შსს–ს მოტყუებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მიზნით შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააკავეს.
მეორე დაკავებული, 35 წლის მამაკაცი იმ სასახლის თანამშრომელია, სადაც პირველი დაპატიმრებული ცხოვრობდა, ის სახლის კარიდან გასვლისას ჩანთით ხელში დააკავეს, რომელშიც ათასობით გირვანქა–სტერლინგი ნაღდი ფული იდო. ის ფულის გათეთრებისა და პოლიციის მუშაობაში ხელშეშლის ბრალდებით დააკავეს.
მესამე დაკავებული კი 39 წლის კაცია, რომელიც ლონდონის თასვლეთით, პილმიკოში მდებარე მის სახლში დააპატიმრეს ასევე ფულის გათეთრებისა და თაღლითობის მიზნით შეთქმულების ბრალდებით.
დაპატიმრების ოპერაციაში დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს კლეპტოკრატიასთან ბრძოლის განყოფილების 50 ოფიცერზე მეტი მონაწილეობდა. ჩხრეკის შემდეგ სახლიდან რამდენიმე ციფრული მოწყობილება და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.
დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა დანაშაულის ეროვნული სააგენტოს (NCA) ბრძოლის კლეპტოკრატიის უჯრედის ოფისის 50 -ზე მეტმა ოფიცერმა. ვილაში ჩხრეკის შემდეგ, რამდენიმე ციფრული მოწყობილობა და მნიშვნელოვანი თანხა ამოიღეს.
სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა გრეჰემ ბიგგარმა აღნიშნა, რომ წელს შექმნილმა განყოფილებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოლიგარქების პოტენციური დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებაში.
”ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ძალისა და ტაქტიკის გამოყენებას ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად,” – დასძინა მან.
სააგენტოს განცხადებით ეს იყო მორიგი ოპერაცია ამ ქვეგანყოფილების მიერ კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენების და მათი თანამზრახველების საქმიანობის აღკვეთის კამპანიის ფარგლებში.
განყოფილება ზაფხულში შეიქმნა და ამ მომენტიდან, თითქმის 100 ოპერაცია ჩაატარდა დაკავშირებული პუტინის ელიტებისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლასთან, მათ შორის, ანგარიშების გაყინვა, რომლებიც სანქციებში მოხვედრილ რუსებთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით.
ლონდონში დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი, რომელთა ვინაობა არ სახელდება, გირაოთი გაათავისუფლეს.