ლუგანსკის ოლქში რუსი გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობუთ, ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს რაიონში, დაიჭრა მე-20 გაერთიანებული არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი.

“მტერი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით მობილიზაციას აგრძელებს. 19 სექტემბერს პირველი არმიის კორპუსის წარმომადგენლებმა გორლოვკაში ათი კაცი დააკავეს და სამხედრო სამსახურში წაიყვანეს, განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობისა. 18-20 სექტემბერს, ლუგანსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რუსული კერძო კომპანიის წარმომადგენლები წარუმატებლად ცდილობდნენ პატიმრების გადაბირებას”, –წერია ანგარიშში.

უწყების ცნობით, 19-20 სექტემბერს  რუსეთის დონის როსტოვის ჰოსპიტალში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის 105 ცხედარი გადაასვენეს და უახლოეს მომავალში კიდევ 200 ცხედარის მისაღებად ემზადებიან.