უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსები მარცვლეულის გარდა, მარიუპოლიდან ლითონის ნაწარმსაც იპარავენ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ტერიტორიის ოკუპაციამდე, მარიუპოლის პორტში 200 000 ტონამდე ლითონი და თუჯი იყო განთავსებული, რომლის ღირებულება 170 მილიონი დოლარია.

ომბუდსმენის განცხადებით, ოკუპანტების გემი დატვირთულია მოპარული 3 ტონა ტვირთით, რომელიც მარიუპოლიდან, დონის როსტოვში გაემგზავრება.