ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მას არ უნდა უზრუნველეყო ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოება, რომელმაც სამხედრო ამბოხის შემდეგ თავისი მებრძოლები ბელორუსში გადაიყვანა.
”ამ კითხვაზე პირდაპირ რომ ვუპასუხოთ: მე არ უნდა უზრუნველმეყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს ერთი. მეორეც, საუბარი არასოდეს წასულა ასეთი კუთხით. და მესამე, გახსოვდეთ: ჩვენ ორჯერ მივუდექით ამას უსაფრთხოების კუთხით“, – თქვა ლუკაშენკომ (ციტირებულია საინფორმაციო სააგენტო BELTA-ს მიერ).
პირველად, ლუკაშენკოს თქმით, ეს განიხილეს მაშინ, როდესაც ვაგნერელები მოსკოვისკენ მიდიოდნენ. “მე ვუთხარი მას: “ჟენ, გესმის, რომ ხალხს მოკლავ და თვითონ მოკვდები?” ეს კაცი გაცხარებული იყო: “ჯანდაბას , მოვკვდე!” მე ვუთხარი მას: “ჟენ, გამოგიგზავნი თოკს და საპონს”. – “არა არა არა. ეს არ მინდა. მე გმირად მოვკვდები“, – ყვება ლუკაშენკო.
მეორედ, ლუკაშენკოს თქმით, მან ისაუბრა პრიგოჟინთან, როდესაც იგი მივიდა მასთან ვაგნერის მეორე მეთაურთან დიმიტრი უტკინთან ერთად. ბელორუსის ხელმძღვანელის თქმით, შემდეგ მან “კატეგორიულად გააფრთხილა” ორივე: “ბიჭებო, ფრთხილად”.
ოფიციალური ვერსიით, პრიგოჟინმა შეაჩერა ლაშქრობა მოსკოვის მიმართულებით ლუკაშენკოსთან საუბრისა და შეთანხმების შემდეგ, რომ არავინ დაისჯებოდა აჯანყებაში მონაწილეობისთვის, ხოლო ვაგნერის მებრძოლებს ბელორუსში გადაიყვანდნენ.
პარასკევს ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ვაგნერელები ბელორუსში დარჩებიან, რაც არ უნდა მოხდეს. “ვაგნერი” ცოცხლობდა, “ვაგნერი” ცოცხალია და “ვაგნერი” ბელორუსში იცოცხლებს, როგორც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვინმეს“– თქვა მან.