ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “კუთხეში არ მიამწყვდიონ“. ამის შესახებ მან, ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს… თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის – წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი. [..] თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას”, – თქვა ბელარუსის ლიდერმა.