ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს – სახელმწიფო დეპარტამენტი

ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს –  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.

„რაც შეეხება ბელარუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს და კრემლს ბელარუსზე მეტ კონტროლს უთმობს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთისთვის კი ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.