ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა.
“თქვენ ამისთვის [ომისთვის] ემზადებოდით. ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, 2020 წლის აჯანყების შემდეგ, თუ ყველაფერი დაეწყობოდა და სმოლენსკის ოლქის საზღვრამდე გავიდოდნენ [და] NATO-ს ჯარებით ჩვენთან ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდნენ, დონბასიდან რუსეთთან ომს დაიწყებდნენ”. – განაცხადა ლუკაშენკომ.
რუსული და ბელარუსული სახელმწიფო მედიების ცნობით, 3 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესახვედრად მინსკში გაემგზავრა. ამავე დღეს, 3 დეკემბერს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნებს, როგორც ერთიანი ჯარი.