ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს

“ოცნების”  საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს.ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მიწვეულნი არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული არ არის, თუმცა ქვეყანას მინისტერიალზე ელჩის დონეზე ეყოლება წარმომადგენელი.” – წერს იოზვიაკი.