კომპანია მაგთიკომი მობილური სერვისის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.
მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,– წერია მაგთის განცხადებაში.