აქამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ სავარუდოდ დიდი ხნის წინ მიძინებული ვულკანი გახდა ანტარქტიდასთან მიწისძვრების სერიის მიზეზი, რომელიც 85 ათას მიწისქვეშა ბიძგს აერთიანებდა.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში მიწისძვრების სერია ყველაზე ძლიერი იყო მათ შორის, რაც კი ანტარქტიდაზე ოდესმე დარეგისტრირებულა. თუმცა, მეცნიერების აზრით, ამ ბიძგების მთავარი მიზეზი წყალქვეშა ვულკანი არ ყოფილა. სეისმური აქტივობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ დედამიწის ქერქში ცხელი მაგმას გამოჟონვა გახდა, წერს ScienceAlert.
დედამიწის შემსწავლელი გერმანული კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელმაც აჩვენა, რომ 2020 წლის აგვისტოში ანტარქტიდის მახლობლად ამ რეგიონში ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწიძვრა მოხდა.
მეცნიერების თქმით, მიწისძვრების სერია წყალქვეშა მძინარე ვულკან “მკვლელი ვეშაპის“ სიახლოვეს მოხდა. (ვულკანმა ეს სახელწოდება 1987 წელს იმის გამო მიიღო, რომ აქ ბევრი მკვლელი ვეშაპი ცხოვრობს). 900 მეტრის სიმაღლის ვულკანი ბრანსფილდის სრუტეში მდებარეობს, რომელიც სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს და ანტარქტიდის ჩრდილო–დასავლეთ დაბოლოებას ყოფს. ამ რაიონში ტექტონიკური ფილების მოძრაობაც ქმნის ბზარების ქსელს.
„ყველაზე პირველი მიწისქვეშა ბიძგი სეისმურმა სადგურმა კუნძულ კინგ –ჯორჯზე დააფიქსირა, შეტლანდის ერთ–ერთ სამხრეთ კუნძულზე, თუმცა იმისათვის, რომ ზუსტად მივმხვდარიყავით, რა მოხდა იქ, მოგვიწია სხვა ახლომდებარე სადგურების, ასევე თანამგზავრის მონაცემებიც გამოგვეყენებინა„– ამბობს სიმონა ჩესკა გერმანკული კვლევითი ცენტრიდან.
მოგროვილი მონაცემების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ მიწისქვეშა ბიძგების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობა ძალიან სუსტი იყო, ასევე ორი უძლიერესი მიწისძვრის ძალა 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე. და რაც მთავარია, მეცნიერებმა შეძლეს ამ მიწისძვრების მიზეზის დადგენა
ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ამ რეგიონში იყო 5.9 და 6 ბალიანი ბიძგები, რომლებიც ოქტომბერში და ნოემბერში მოხდა. ნოემბრის შემდეგ ანტარქტიდის სიახლოვეს სეისმურმა აქტივობამ შემცირება დაიწყო.
კვლევამ აჩვენა, რომ სავარაუდოდ მიწისძვრების სერია გავარვარებული მაგმის დედამიწის ქერქში გამოჟონვა გახდა. მართალია მეცნიერები არც მიწისქვეშა ვულკანის ამოფრქვევის ვერსიას უარყოფენ ბოლომდე, თუმცა ჯერჯერობით ვერ ნახეს ამოფრქვევის პირდაპირი მტკიცებულებები.
“უნდა ჩატარდეს ამ რეგიონში წყალქვეშა კვლევები, ვულკანთან ახლოს და შეიძლება ჩვენი თეორიის მტკიცებულებებიც ვიპოვნოთ“ – ამბობს ჩესკა.