”მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ამით დაცვა ” – ასე მიმართა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
”მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ გერმანიის, აშშ-სა და ყველა მეგობარი სახელმწიფოს დახმარება უკრაინის მიმართ, თუმცა ჩვენ გვჭირდება თავდაცვის იარაღი. დიდი მადლობა გერმანიას წლების მანძილზე უკრაინაში მილიარდობით ევროს ინვესტიციისთვის, რათა მომხდარიყო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეფორმების გატარება. მაგრამ მოცემულ კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენ პირისპირ ვდგავართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი შეიარღებული ძალებთან და ნებისმიერმა აგრესორს, ვისაც სურს უკრაინაზე თავდასხმა, უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს მტკივნეული ფასის გადახდა. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ქალაქები, ოჯახები და მოქალაქეები. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება დახმარება. დიდი მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ამით დაცვა.” – განაცხადა კიევის მერმა.