“მადლობა გომელაურს და პოლიციას ვამაყობ თქვენით “- პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობას უხდის.
“დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, ძალაინ ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მინდა, საჯაროდ გომელაურს მთელი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა. ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. მადლობა გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.