“გუშინ უკრაინაში ძალადობრივად მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს.
[…] ჩვენ, ქართველებს გვესმის რას ნიშნავს რუსული მრავალსაუკუნოვანი იმპერიალიზმი. ჩვენ, ქართველებს, ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, რასაც უკრაინელი ერი განიცდის.
მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს კიევში, ოდესაში, მარიუპოლში”
წერს ტვიტერზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.