“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”.
საქართველოდ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის წარმომადგენლებს – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს.