“მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას” – ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

“მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას”  – ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ის.